„ნესტლე საქართველოს“ ბავშვთა კვების პროდუქტების კონკრეტულ პარტიებს იღებენ
პროცესს ზედამხედველობას სურსათის ეროვნული სააგენტო უწევს. პროცესში ჩართულია ჯანდაცვის სამინისტრო. „ნესტლე ჯგუფმა“ სხვადასხვა ბაზრიდან, მათ შორის საქართველოდან, ბავშვთა კვების გარკვეული პროდუქციის გამოთხოვის შესახებ გადაწყვეტილება გარე მომწოდებლისგან მიღებულ ნედლეულში ცერეულდის ტოქსინის გამოვლენის შესაძლო რისკის გამო მიიღო და მხოლოდ იმ პროდუქტებს იღებენ, რომელიც შესაძლოა რისკის შემცველი იყოს. იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს კლინიკურმა დირექტორის განცხადებით, მიმართვიანობა არ ფიქსირდება. ივანე ჩხაიძის განმარტებით, არ მიიჩნევა, რომ „ნესტლეს“ ყველა პროდუქტი შეიცავს ბაქტერიას.
