ხელისუფლების დამხობის მცდელობის საქმეზე სასამართლო პროცესი გაიმართა
ხელისუფლების დამხობის მცდელობის საქმეზე სასამართლო პროცესი გაიმართა. ერთ-ერთი ბრალდებულია გიორგი ჩახუნაშვილი, რომელიც ხალხს პრეზიდენტის სასახლის ეზოში შესვლისკენ მიუთითებდა. ახლა კი ამბობს, რომ ეს იყო სამედიცინო მოქმედებები. ია დარახველიძე კი ირწმუნება რომ 4 ოქტომბერს ადგილი არ ჰქონია ძალადობას და მისი ქმედება იყო მხოლოდ პროტესტის ერთ-ერთი ფორმა.
