მინიაპოლისის მსგავსი ინციდენტი მოხდა ორეგონის შტატის ქალაქ პორტლენდში, საიმიგრაციო სამსახურის თანამშრომელმა ქალი და მამაკაცი დაჭრა
მინიაპოლისის მსგავსი ინციდენტი მოხდა ორეგონის შტატის ქალაქ პორტლენდში, საიმიგრაციო სამსახურის თანამშრომელმა ქალი და მამაკაცი დაჭრა. სამართალდამცველმა მანქანა შესამოწმებლად გააჩერა, მძღოლმა კი, დამორჩილების ნაცვლად, სიჩქარეს მოუმატა და სცადა აგენტს დასჯახებოდა. სამართალდამცველმა თავდაცვის მიზნით გაისროლა. დაჭრილმა მძღოლმა, მგზავრთან ერთად მიმალვა შეძლო. მათ ახლა ეძებენ. ინციდენტების ფონზე შეერთებულ შტატებში საპროტესტო აქციებია.
