ფრანგი მოსამართლეების სანქცირება
პოლიტიკური ბუმერანგი - პარიზის სასამართლოს თავმჯდომარის განცხადება, რომელიც ამერიკის მხრიდან ფრანგი მოსამართლეების სანქცირებასა და ამ ნაბიჯით, მისი ქვეყნის შიდა საქმეებში ჩარევას ეხებოდა, საქართველოს ხელისუფლებისთვის ერთგვარი აღიარებაა. სანქციები, რომელიც ევროკავშირმა პოლიტიკური წნეხის იარაღად აქცია, ახლა ბუმერანგივით უკან უბრუნდება. ფრანგი მოსამართლის განცხადება მმართველი გუნდისთვის დადასტურებაა, რომ თავის დროზე ქართველი მოსამართლეებისთვის დაწესებული სანქციებით ევროკავშირი საქართველოს შიდა საქმეებში ჩაერია, რითაც საერთაშორისო სამართალი დაარღვია.
სიუჟეტის ავტორი: ნინო გოგიშვილი
ნახე ავტორის სხვა რეპორტაჟები
