მინესოტის შტატში არეულობაა - მემარცხენე აქტივისტები ქალაქ მინიაპოლისში, საიმიგრაციო სამსახურის აგენტის მიერ 37 წლის ქალის მოკვლას აპროტესტებენ
ამერიკის შიდა უსაფრთხოების მდივანმა კრისტი ნოემმა სამართალდამცველებს სოლიდარობა გამოუცხადა, მომხდარს შიდა ტერორიზმის აქტი უწოდა და განმარტა, რომ ოფიცერმა იარაღი თავდაცვის მიზნით გამოიყენა. მისი თქმით, რენე ნიკოლ გუდი, მთელი დღის განმავლობაში ავიწროებდა და მოვალეობის შესრულებაში ხელს უშლიდა ოფიცრებს, ცდილობდა საკუთარი ავტომობილის სამართალდამცველების წინააღმდეგ იარაღად გამოყენებას. ოფიციალური ცნობით, საიმიგრაციო და საბაჟო სამსახურის აგენტმა ავტომობილში მყოფ ქალს მაშინ ესროლა, როცა მან სამართალდამცველებისთვის მანქანის დაჯახება სცადა. ძალადობისა და სიძულვილისგან სამართალდამცველების დაცვაზე ამახვილებს ყურადღებას შეერთებული შტატების პრეზიდენტი.
