საფრანგეთი უსამართლო სანქციებს არ ეთანხმება
საფრანგეთი უსამართლო სანქციებს არ ეთანხმება. პარიზის სასამართლოს თავმჯდომარე ამბობს, რომ შეერთებული შტატების მიერ ფრანგი მოსამართლეების სანქცირება ქვეყნის შიდა საქმეებში მიუღებელი ჩარევა იქნება. ამ განცხადებით დადასტურდა, რომ ევროკავშირის წევრი ქვეყნების ნაწილი საქართველოს შიდა საქმეებში ერევა. ამას მოწმობს უარგუმენტოდ სანქცირებული მოსამართლეებისა და პოლიტიკოსების სია. პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, ბრიუსელმა ჩამოშალა საერთაშორისო სამართლებრივი წესრიგი და ახლა ეს მორღვეული სისტემა თავად ევროკავშირის წევრ ქვეყნებს მიუბრუნდათ.
