20 ივნისის საქმეზე გიორგი გახარიას სასამართლო პროცესი გაიმართა
20 ივნისის საქმეზე, გიორგი გახარიას სასამართლო პროცესი გაიმართა. ქვეყნიდან გაქცეულ გახარიას აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა არ შეეცვალა. არ დაკმაყოფილდა არც ადვოკატის მოთხოვნა საქმის შეწყვეტის შესახებ. დღევანდელ პროცესზე იმსჯელეს მტკიცებულებების დასაშვებობაზეც. საქმის არსებითი განხილვა 22 იანვარს დაიწყება.
