ამერიკის შეერთებული შტატების ვიცე-პრეზიდენტის, ჯეი დი ვენსის თქმით, გრენლანდია არა მხოლოდ ამერიკის, არამედ მთელი მსოფლიოს უსაფრთხოებისთვისაა მნიშვნელოვანი
ამერიკის შეერთებული შტატების ვიცე-პრეზიდენტის, ჯეი დი ვენსის თქმით, გრენლანდია არა მხოლოდ ამერიკის, არამედ მთელი მსოფლიოს უსაფრთხოებისთვისაა მნიშვნელოვანი. დანიამ და ევროკავშირმა კი ვერ შეძლეს მისი უსაფრთხოების სათანადოდ დაცვა. ვიცე პრეზიდენტმა ევროკავშირის პოლიტიკის კრიტიკისას არ გამორიცხა, რომ ევროპას ახლა სისულელეების ჩადენა შეუძლია. გრენლანდიის საკითხთან დაკავშირებით, ამერიკის ევროპელი პარტნიორების შეშფოთებას სახელმწიფო მდივანი გამოეხმაურა. რუბიომ თქვა, რომ კუნძულის ათვისების საკითხზე მომავალ კვირას დანიის წარმომადგენლებს შეხვდება.
