გახსნილი მკვლელობა
ქართველი და თურქი სამართალდამცველების თანამშრომლობის შედეგი. ქვემო ქართლისა და ართვინის პროვინციის პოლიციის დეპარტამენტების თანამშრომლებმა, განზრახ მკვლელობის მცდელობისა და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდებით მოქალაქე სასაზღვრო სექტორ „კარწახის“ ტერიტორიაზე დააკავეს. გამოძიების ინფორმაციით ბრალდებულმა, მარნეულში მდებარე ერთ-ერთ ოქროულობის მაღაზიაში, ცეცხლსასროლი იარაღით მამა-შვილი დაჭრა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. ერთ-ერთი მათგანი მიყენებული ჭრილობის შედეგად კლინიკაში გარდაიცვალა. ქართული მხარე მადლობას უხდის თურქეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს, ასევე საბაჟო და საგარეო ვაჭრობის სამსახურის წარმომადგენლებს ოპერატიული თანამშრომლობისთვის.
