პატრიარქის საშობაო ეპისტოლე
მართლმადიდებელი სამყარო დღეს იესო ქრისტეს შობის დღესასწაულს აღნიშნავს. საქართველოს ტაძრებში საზეიმო ღვთისმსახურება ჩატარდა. ბოროტებაზე სიკეთით პასუხი, ერთობა და ერთმანეთის სიყვარული - მისი უწმინდესობის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის საშობაო ეპისტოლე ამბიონიდან, არქი-დიაკონმა დემეტრე დავითაშვილმა წაიკითხა. მშვიდობა, თანამედროვე სამყაროს გამოწვევები და ქრისტიანული ღირებულებები, პატრიარქის მთავარი გზავნილებია. სამების საკათედრო ტაძარში საშობაო ლიტურგიას ხელისუფლების პირველი პირები დაესწრნენ.
სიუჟეტის ავტორი: მაკუნა აბულაძე
ნახე ავტორის სხვა რეპორტაჟები
