პროკურატურა გიგა ავალიანის ოჯახის განცხადებას ეხმიანება და კიდევ ერთხელ გამოთქვამს მზადყოფნას ნებისმიერ დროს შეხვდეს ავალიანის ოჯახის წევრებს
დეტალურად განუმარტოს მათ თითოეული საგამოძიებო მოქმედების და ამ მოქმედებათა საფუძველზე დაკავებული ადამიანების ქმედებისთვის სამართლებრივი კვალიფიკაციის მინიჭების საფუძვლები, ასევე ახალი მტკიცებულებების და სამართლებრივი საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, დაიწყოს სხვა ადამიანთა მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნა.
