მმართველი გუნდი ოპოზიციის მავნებლობას ეხმიანება
თარიღებით სპეკულაცია ხალხის დაყოფასა და დაპირისპირებას ემსახურება, რაც გარე დაკვეთაა - მმართველი გუნდი ოპოზიციის მავნებლობას ეხმიანება. შობის დღესასწაულზეც კი მიხეილ სააკაშვილმა დაწერა, რომ მალე დადგება დრო, როდესაც საქართველო შობას 25 დეკემბერს აღნიშნავს. იდენტური გზავნილი სააკაშვილამდე ჰქონდა სალომე ზურაბიშვილს.
