პოლიციამ თბილისში მომხდარი დაჭრის ფაქტი ცხელ კვალზე გახსნა - დაკავებულია უკრაინის მოქალაქე
შინაგან საქმეთა სამინისტრომ, ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანების ბრალდებით - უკრაინის მოქალაქე დააკავა. გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა თბილისში, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ცივი იარაღის გამოყენებით ერთი ადამიანი დაჭრა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. დაჭრილი ახალგაზრდა კლინიკაშია. ბრალდებული კი სამართალდამცველებმა ცხელ კვალზე დააკავეს. დანაშაულის ჩადენის იარაღი - დანა, ამოღებულია. უკრაინის მოქალაქეს ორ წლამდე პატიმრობა ემუქრება
