ესპანეთის პრემიერ-მინისტრი მიიჩნევს, რომ ვენესუელის პრეზიდენტის დაკავებით შეერთებულმა შტატებმა საერთაშორისო სამართლის ნორმები დაარღვია
ესპანეთის პრემიერ-მინისტრი მიიჩნევს, რომ ვენესუელის პრეზიდენტის დაკავებით შეერთებულმა შტატებმა საერთაშორისო სამართლის ნორმები დაარღვია. პედრო სანჩესის თქმით, ვაშინგტონმა უცხო ქვეყანაში არალეგიტიმური სამხედრო ოპერაციის ჩატარებით საშიში პრეცედენტი შექმნა, ოპერაციის რეალური მიზანი კი ვენესუელის ბუნებრივი რესურსების ხელში ჩაგდება იყო
