ქვემო ქართლის პოლიციამ გარდაბანში მომხდარი დაპირისპირების ფაქტზე 2 პირი ცხელ კვალზე დააკავა და 3 პირი ამხილა
ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, განზრახ მკვლელობის მცდელობის, სხვისი მფლობელობის ხელშეუხებლობის ძალადობრივად დარღვევისა და ორი ან მეტი ადამიანის მიმართ ჯგუფურად ჩადენილი ძალადობის ბრალდებით: ორი ადამიანი დააკავა, სამი კი ამხილა. გამოძიებით დადგინდა, რომ გარდაბნის მუნიციპალიტეტში მცხოვრებ ექვს ადამიანს შორის მომხდარი ურთიერთშელაპარაკება ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა, ერთ-ერთმა მათგანმა ცივი იარაღით ჭრილობები მიაყენა დაპირისპირებაში მონაწილე ორ ადამიანს. ასევე დგინდება, რომ მომხდარი დაპირისპირების შემდეგ ჩხუბში მონაწილეთაგან ერთ-ერთმა კუთვნილი ავტომანქანა 2 მათგანს განზრახ დააჯახა, რის შედეგადაც ერთი ადამიანი ადგილზე გარდაიცვალა. სასწრაფო სამედიცინო დახმარების თანამშრომლებმა ოთხი დაშავებული საავადმყოფოში გადაიყვანეს. დანაშაული 20 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს
