შობის დღესასწაულთან დაკავშირებით „ალილოს“ ტრადიციული მსვლელობა გაიმართება, რის გამოც დღეს დედაქალაქის გარკვეულ ქუჩებზე ტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდება
შობის დღესასწაულთან დაკავშირებით „ალილოს“ ტრადიციული მსვლელობა გაიმართება, რის გამოც დღეს დედაქალაქის გარკვეულ ქუჩებზე ტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდება. მსვლელობა პირველი რესპუბლიკის მოედნიდან 14:00 საათზე დაიწყება და 16:00 საათამდე გაგრძელდება. ამ პერიოდში ავტომობილები გადაადგილებას ალტერნატიული ქუჩებით შეძლებენ. ასევე, დროებით შეიცვლება საზოგადოებრივი ტრანსპორტის მარშრუტი. ტრანსპორტის მოძრაობის განრიგის შესახებ დეტალური ინფორმაციის ნახვა თბილისის მერიის ვებგვერდზეა შესაძლებელი
