გრენლანდიასთან დაკავშირებით, დანიის პარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტში საგანგებო სხდომა დაინიშნა
გრენლანდიასთან დაკავშირებით, დანიის პარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტში საგანგებო სხდომა დაინიშნა. შეხვედრას დანიის საგარეო საქმეთა და თავდაცვის მინისტრები დაესწრებიან. პარლამენტარები, მთავრობის წარმომადგენლებთან ერთად, კრიზისულ ვითარებაში შეერთებულ შტატების მიმართ დანიის სამეფოს პოზიციაზე იმსჯელებენ.
