საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკაში მიხეილ ხუნდაძის ფრანგულენოვანი წიგნის ქართული თარგმანის პრეზენტაცია გაიმართა
„1917 წლის თებერვლის რევოლუცია. სოციალ-დემოკრატია ბოლშევიზმის წინააღმდეგ. წერეთელი ლენინის პირისპირ“ - საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკაში მიხეილ ხუნდაძის ფრანგულენოვანი წიგნის ქართული თარგმანის პრეზენტაცია გაიმართა. ნაშრომში ირაკლი წერეთლის ცხოვრება, ასევე 1917 წლის თებერვალ-ოქტომბერში განვითარებული მოვლენებია განხილული.
