„პოლიტიკოს“ ცნობით, შეერთებული შტატები გრენლანდიაზე კონტროლს უახლოეს თვეებში დაამყარებს
გამოცემა წერს, რომ ეს შესაძლოა ამერიკის შეერთებული შტატების დამოუკიდებლობის 250 წლის აღნიშვნამდე, ანუ 4 ივლისამდე მოხდეს. „პოლიტიკოს“ ინფორმაციით, ვაშინგტონს გრენლანდიასთან მიმართებით ვენესუელისგან განსხვავებული მიდგომა ექნება. ის კუნძულზე კონტროლს არა სამხედრო, არამედ პოლიტიკური წნეხის, ან ადგილობრივი პოლიტიკოსების მოსყიდვის გზით დაამყარებს, რაც გამორიცხავს, რომ გრენლანდიის გამო ნატოს წევრი ქვეყნები შეერთებულ შტატებთან კონფრონტაციაზე წავლენ.
