საქართველოს რკინიგზა 9 იანვრიდან მატარებლების განახლებული რეისების შესახებ განცხადებას ავრცელებს
განახლდება თბილისი-ზუგდიდი-თბილისის, თბილისი-ფოთი-თბილისის და თბილისი-ოზურგეთი-თბილისის რეისები, ასევე საქართველოს რკინიგზაში განმარტავენ, რომ გაუქმებული რეისების ბილეთების საფასური მგზავრებს სრულად აუნაზღაურდებათ.
