გუდაური ზამთრის სეზონისთვის და დამსვენებლების მისაღებად მზად არის
უზრუნველყოფილია უსაფრთხოება, მობილიზებულია ყველა შესაბამისი სამსახური. წინა წლებთან შედარებით, გაზრდილია საპატრულო ეკიპაჟების რაოდენობა. გადადგილება გზებზე თავისუფალია. ადგილზე იმყოფება ქრონიკის გადამღები ჯგუფი და შეიძლება ითქვას, რომ კურორტზე უკვე ხალხმრავლობაა.
