სასურსათო პროდუქციის ფასებზე სამთავრობო საკოორდინაციო კომისია შექმნილია
სასურსათო პროდუქციის ფასებზე სამთავრობო საკოორდინაციო კომისია შექმნილია. ცნობილია შემადგენლობაც. კომისიას ხელმძღვანელობს პრემიერ-მინისტრი. წევრები არიან სუსის უფროსი, ეკონომიკის, ფინანსთა, სოფლის მეურნეობისა და ჯანდაცვის მინისტრები, მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი და კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოს თავმჯდომარე.
