მსოფლიოში მიმდინარე მოვლენებს პარლამენტის თავმჯდომარე აფასებს
შალვა პაპუაშვილის განცხადებით, ყველაფერი აჩვენებს, რომ წელსაც საქართველომ არ უნდა გადაუხვიოს მშვიდობის პოლიტიკას და არ უნდა ჩაერთოს სხვების სცენარებში. ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა და ქართველი ხალხის კეთილდღეობის უზრუნველყოფა კი ორი მთავარი ამოცანაა. პარლამენტის თავმჯდომარის შეფასებით, მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ჩამოყალიბებული საერთაშორისო წესრიგი აღარ არსებობს. გლობალური მოვლენები ხსნის ნიღბებს. კიდევ ერთხელ გამოჩნდა იმ ადამიანთა სახეები, რომლებიც ჯერ მაიდანს, შემდეგ ნეპალს, ახლა კი ვენესუელას ნატრულობენ.
