მსოფლიოში მიმდინარე მოვლენებს პარლამენტის თავმჯდომარე აფასებს
მსოფლიოში მიმდინარე მოვლენებს პარლამენტის თავმჯდომარე აფასებს. შალვა პაპუაშვილის შეფასებით, ყველაფერი აჩვენებს, რომ წელსაც საქართველომ არ უნდა გადაუხვიოს მშვიდობის პოლიტიკას და არ უნდა ჩაერთოს სხვების სცენარებში. ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა და ქართველი ხალხის კეთილდღეობის უზრუნველყოფა კი ორი მთავარი ამოცანაა. პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ჩამოყალიბებული საერთაშორისო წესრიგი აღარ არსებობს. გლობალური მოვლენები ხსნის ნიღბებს. კიდევ ერთხელ გამოჩნდა იმ ადამიანთა სახეები, რომლებიც ჯერ მაიდანს, შემდეგ ნეპალს, ახლა კი ვენესუელას ნატრულობენ.
