ზედიზედ მეორედ, საქართველო სპორტული კარატეს პრესტიჟულ საერთაშორისო ტურნირს Serie A-ს უმასპინძლებს
ზედიზედ მეორედ, საქართველო სპორტული კარატეს პრესტიჟულ საერთაშორისო ტურნირს Serie A-ს უმასპინძლებს. შეჯიბრება 9-11 იანვარს თბილისის ოლიმპიურ სასახლეში ჩატარდება და 80 ქვეყნის 1300-მდე კარატისტი იასპარეზებს. საქართველოს სახელით ტურნირში 13 სპორტსმენი გამოვა. ისინი 8 სხვადასხვა ქვეყნის კარატისტებთან მოსამზადებელ შეკრებას გადიან
