ფინეთისა და შვედეთის ლიდერები გრენლანდიის კონტროლის შესახებ დონალდ ტრამპის განცხადებას ეხმიანებიან
ფინეთისა და შვედეთის ლიდერები გრენლანდიის კონტროლის შესახებ დონალდ ტრამპის განცხადებას ეხმიანებიან. ფინეთის პრეზიდენტმა და შვედეთის პრემიერ-მინისტრმა, დანიასა და გრენლანდიას მხარდაჭერა გამოუცხადეს და თქვეს , რომ მათ მაგივრად გადაწყვეტილების მიღების უფლება არავის აქვს. ლატვიის პრეზიდენტმა კი განაცხადა, რომ გრენლანდია დანიის სამეფოს განუყოფელი ნაწილია, ყველა საკითხი ამერიკასა და დანიას შორის დიალოგის გზით უნდა გადაიჭრას
