პირველი იანვრიდან ვეტერინარების სერტიფიცირება სავალდებულო გახდა
პირველი იანვრიდან ვეტერინარების სერტიფიცირება სავალდებულო გახდა. ვეტერინარი ვალდებულია, სურსათის ეროვნულ სააგენტოს მიმართოს და უმაღლესი განათლების შესაბამისი დიპლომი ან შესაბამისი პროფესიული განათლების დამდასტურებელი დოკუმენტი წარადგინოს. სერტიფიკატის მოქმედების ვადა 2030 წლის პირველ იანვრამდეა. ცვლილების მიზანია, მოქალაქეებისა და ცხოველთა ჯანმრთელობის დაცვა, საერთაშორისო სტანდარტის შესაბამისი სერვისის მიწოდება და ვეტერინარული საქმიანობის განმახორციელებელ პირთა უფლებების დაცვა
