სააგენტო „აწარმოე საქართველოში“ 2026 წლისთვის მცირე და საშუალო ბიზნესის ხელშესაწყობად ახალ პროგრამებს იწყებს
სააგენტო „აწარმოე საქართველოში“ 2026 წლისთვის მცირე და საშუალო ბიზნესის ხელშესაწყობად ახალ პროგრამებს იწყებს - დაგეგმილია საინვესტიციო ფონდების მხარდაჭერის სახელმწიფო პროგრამის ამოქმედება. მომდევნო 3 წლის განმავლობაში შეიქმნება საინვესტიციო ფონდები, რომლებშიც სახელმწიფოს ლიმიტირებული პარტნიორის როლი ექნება. შექმნილი ფონდები მცირე და საშუალო ზომის კომპანიებს ინვესტირების გზით სწრაფ ზრდაში დაეხმარება. წელს „აწარმოე საქართველოში“ ფარგლებში, კერძო ინვესტორებთან ერთად გაეშვება ე.წ. აქტივებზე დაფუძნებული დაფინანსების პლატფორმაც. ასევე დაგეგმილია რეგიონებში ახალი საკონსულტაციო ცენტრების გახსნა
