გზები იწმინდება ონისა და ამბროლაურის მუნიციპალიტეტებში
გზები იწმინდება ონისა და ამბროლაურის მუნიციპალიტეტებშიც. ონის მუნიციპალიტეტის მასშტაბით, ამ დროისთვის გაწმენდილია 50 სოფლის შიდა გზა, გასაწმენდი რჩება 11 სოფლის გზა. მობილიზებულია 7 ერთეული სპეციალური ტექნიკა, რომელიც ეტაპობრივად და ინტენსიურად განაგრძობს მუშაობას. ელექტროენერგიის მიწოდება სრულად აღდგენილია როგორც ონის, ისე ამბროლაურის მუნიციპალიტეტის ყველა სოფელში. ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები აქტიურ კომუნიკაციაში არიან მოსახლეობასთან
