ჯანდაცვის მინისტრი, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრთან ერთად, რუხის რესპუბლიკურ საავადმყოფოში იმყოფებოდა
ჯანდაცვის მინისტრი, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრთან ერთად, რუხის რესპუბლიკურ საავადმყოფოში იმყოფებოდა. მინისტრებმა მედპერსონალსა და პაციენტებს შობა-ახალი წელი მიულოცეს. მიხეილ სარჯველაძემ და თეა ახვლედიანმა , მათ შორის, ის პაციენტები მოინახულეს, რომლებიც დროებით ოკუპირებულ აფხაზეთში ცხოვრობენ და სამედიცინო მომსახურებას რუხის კლინიკაში იღებენ
