პრეზიდენტმა კათოლიკოს-პატრიარქს 93 წლის იუბილე მიულოცა
პრეზიდენტმა კათოლიკოს-პატრიარქს 93 წლის იუბილე მიულოცა. ილია მეორეს მიხეილ ყაველაშვილი საპატრიარქოში შეხვდა. პრეზიდენტმა უწმინდესს ჯანმრთელობა უსურვა და მადლიერება გამოხატა მისი ღვაწლისთვის ქვეყნის წინაშე. შეხვედრის შესახებ ინფორმაციას სოციალურ ქსელში ავრცელებს საპატრიარქოც
