ნაციონალურ საკალათბურთო ასოციაციაში წლის შესანიშნავი დასაწყისი გამოუვიდა სანდრო მამუკელაშვილს
"ტორონტო რეპტორსმა" სადაც ქართველი კალათბურთელი თამაშობს "ატლანტა ჰოუქსი" 17-ქულიანი სხვაობით - 134:117 დაამარცხა. მამუკელაშვილმა შეხვედრა ძირითად ხუთეულში დაიწყო და ერთ-ერთი საუკეთესო თამაში ჩაატარა. ქართველმა ფორვარდმა მოედანზე არასრული 32 წუთი გაატარა და სამმაგ დუბლამდე მხოლოდ 2 პასი დააკლდა. მის ანგარიშზე 13 ქულა, 12 მოხსნა, 8 შედეგიანი გადაცემა, 1 ჩაჭრა და 3 დაფარება იყო.
