უწმინდესსა და უნეტარესს დაბადების დღეს ულოცავენ ხელისუფლების პირველი პირები
ტექსტში, საუბარია ილია მეორეს ნახევარსაუკუნოვან ღვაწლზე, ქართული ეკლესიის და ქვეყნის წინაშე. როგორც აღნიშნავენ მისი მსახურება არის სამაგალითო, როგორც სიბნელეში მანათობელი სანთელი და მისაბაძი ნიმუში. თავისუფლების მოპოვებისა და სახელმწიფოებრიობის განმტკიცების გზაზე, საიმედო საყრდენი სწორედ პატრიარქის სიბრძნე და ლოცვა-კურთხევაა. ასევე დასაფასებელია მისი წვლილი საზოგადოებაში შემწყნარებლობის, თანხმობისა და სიყვარულის გაძლიერებაში.
