პატრიარქს დაბადების დღეს ბიძინა და ეკატერინა ივანიშვილები ულოცავენ
პატრიარქს დაბადების დღეს ბიძინა და ეკატერინა ივანიშვილები ულოცავენ - როგორც აღნიშნავენ, ილია მეორეს ლოცვა და სიბრძნე თან სდევს ჩვენს ქვეყანას ყველგან და ყოველთვის. ქართული ოცნების დამფუძნებლისა და საპატიო თავმჯდომარისა და მისი მეუღლის სიტყვებით, ერის ტკივილისა და სიხარულის გაზიარება, მის მომავალზე ზრუნვა, წლებია პატრიარქის მისიაა, რომელსაც ის ღირსეულად ასრულებს.
