4 იანვარი, კათოლიკოს-პატრიარქის დაბადების დღეა
4 იანვარი, კათოლიკოს-პატრიარქის დაბადების დღეა, ილია მეორე 93 წლის გახდა. ერში ირაკლი შიოლაშვილი, 1933 წელს, ვლადიკავკაზში დაიბადა. დიდია ილია მეორეს ღვაწლი ქართული ეკლესიისა და სახელმწიფოს წინაშე. ირაკლი შიოლაშვილის სასულიერო მოღვაწეობა 24 წლის ასაკში დაიწყო, როცა სასულიერო აკადემიის სტუდენტი ბერად აღიკვეცა. 1963 წელს მცხეთის სამოძღვრო კურსების დირექტორად ახლადნაკურთხი შემოქმედელი ეპისკოპოსი ილია დაინიშნა. 1967 წელს კი ცხუმ-აფხაზეთის ეპარქიის მმართველი გახდა. 1977 წლის 23 დეკემბერს, ერთხმად აირჩიეს ქვეყნის 141-ე პატრიარქად, მისი აღსაყდრება 25 დეკემბერს სვეტიცხოველში შედგა და ილია მეორე უწოდეს. ახალგაზრდა პატრიარქმა, თითქმის მრევლის გარეშე დარჩენილი ეკლესია ჩაიბარა. მისი ძალისხმევით, მსოფლიო პატრიარქმა, 1917 წელს, აღდგენილი საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიის აღიარების სიგელი გამოცა. სახელმწიფოსა და ეკლესიას შორის ხელი მოეწერა კონკორდატს, რითაც მართლმადიდებელი ეკლესიის უპირატესობაა განსაზღვრული. ილია მეორეს ინიციატივთ ოჯახის სიწმინდისა და მშობლების პატივისცემის დღე დაწესდა. დემოგრაფიული მდგომარეობის გასაუმჯობესებლად პატრიარქი, ჯვარდაწერილი მშობლების მესამე და მომდევნო შვილების ნათლია თავად ხდება. ილია მეორემ მრავალი ტრადიცია აღადგინა და დააწესა. პატრიარქი დაჯილდოებულია მსოფლიოს თითქმის ყველა მართლმადიდებელი ეკლესიის უმაღლესი ჯილდოთი. ილია მე-2 ერთ-ერთი ყველაზე ნათელი მაგალითია თანამედროვე საქართველოს ისტორიაში, ადამიანთა შორის მშვიდობისა და ერთობის დამკვიდრებაში. ათწლეულებია თითქმის ყველა კვლევაში, პატრიარქი ხალხში ყველაზე მაღალი ნდობით სარგებლობს.
