ბრიტანეთმა და საფრანგეთმა სირიაში „ისლამური სახელმწიფოს“ იარაღის საწყობი დაბომბეს
ბრიტანეთმა და საფრანგეთმა სირიაში „ისლამური სახელმწიფოს“ იარაღის საწყობი დაბომბეს. ერთობლივი ოპერაციის შესახებ ცნობას გაერთიანებული სამეფოს თავდაცვის უწყება ავრცელებს და განმარტავს, რომ დაზვერვის ანალიზმა პალმირას ჩრდილოეთით მდებარე მთებში მიწისქვეშა ობიექტი გამოავლინა, რომელიც, სავარაუდოდ, იარაღისა და ასაფეთქებელი ნივთიერებების შესანახად გამოიყენებოდა. უწყება ასევე აღნიშნავს, რომ დასავლური ავიაცია პატრულირებს, რათა შეაჩეროს ისლამისტური დაჯგუფების აღორძინება, რომელიც სირიის ნაწილს 2019 წლამდე მართავდა
