ვოლოდიმირ ზელენსკი: თუ დიქტატორებთან ასე მოპყრობა შეიძლება მაშინ შეერთებულმა შტატებმა იცის, რა უნდა გააკეთოს ამის შემდეგ
თუ დიქტატორებთან ასე მოპყრობა შეიძლება მაშინ შეერთებულმა შტატებმა იცის, რა უნდა გააკეთოს ამის შემდეგ - ამ განცხადებით გამოეხმაურა ნიკოლას მადუროს დაკავებას ვოლოდიმირ ზელენსკი. მართალია, მას რუსეთი ან ვლადიმერ პუტინი პირდაპირ არ უხსენებია, თუმცა, მისი განცხადების კონტექსტიდან გამომდინარე, სავარაუდოა, რომ უკრაინის პრეზიდენტი პუტინს გულისხმობდა
