ვენესუელაში განვითარებული მოვლენებისა და ნიკოლას მადუროს დაკავების საკითხის განსახილველად ხვალ, გაეროს უშიშროების საბჭო კოლუმბიის მოთხოვნით შეიკრიბება
ვენესუელაში განვითარებული მოვლენებისა და ნიკოლას მადუროს დაკავების საკითხის განსახილველად ხვალ, გაეროს უშიშროების საბჭო კოლუმბიის მოთხოვნით შეიკრიბება. საგანგებო სხდომამდე განცხადება გაავრცელა გაეროს გენერალურმა მდივანმა ანტონიუ გუტერეშმა და აღნიშნა, რომ, შეერთებული შტატების სამხედრო ოპერაცია „სახიფათო პრეცედენტს“ ქმნის. გენერალურმა მდივანმა ყველა აქტორს დიალოგისკენ, ადამიანის უფლებებისა და კანონის უზენაესობის სრული პატივისცემისკენ მოუწოდა
