ვენესუელის პრეზიდენტი ნიკოლას მადურო ნიუ-იორკში, ბრუკლინის მეტროპოლიტენის დაკავების ცენტრში პოლიციის ავტომობილების კოლონის თანხლებით გადაიყვანეს
ვენესუელის პრეზიდენტი ნიკოლას მადურო ნიუ-იორკში, ბრუკლინის მეტროპოლიტენის დაკავების ცენტრში პოლიციის ავტომობილების კოლონის თანხლებით გადაიყვანეს. მას მანჰეტენის ფედერალურ სასამართლოში ნარკოტიკებთან და იარაღთან დაკავშირებით ბრალდებებს მომავალ კვირას წაუყენებენ. მადუროს ნიუ იორკში ჩაყვანის კადრები მედიასთან ერთად დონალდ ტრამპმაც გაავრცელა. ვიდეოში ჩანს, რომ ხელბორკილებიანი მადურო, ნარკოტიკებთან ბრძოლის დეპარტამენტის აგენტებთან ერთად გადაადგილდება, ინგლისურად საუბრობს და გარშემომყოფებს ახალ წელს ულოცავს. პარალელურად ცნობილი გახდა, რომ ვენესუელის უზენაესმა სასამართლომ პრეზიდენტის მოვალეობის შესრულება ვიცე-პრეზიდენტ დელსი როდრიგესს დაავალა. თუმცა მოგვიანებით გავრცელდა ინფორმაცია, რომ როდრიგესმა ქვეყანა დატოვა და რუსეთში გაიქცა
