ცაგერისა და ლენტეხის მუნიციპალიტეტებში გზებს თოვლის საფარისგან წმენდენ
ცაგერისა და ლენტეხის მუნიციპალიტეტებში, გზებს თოვლის საფარისგან წმენდენ. სამუშაოებს, რაჭა-ლეჩხუმ ქვემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად გაეცნო. ამ დროის მონაცემებით გახსნილია 159 სოფლის შიდა და მუნიციპალურ ცენტრთან დამაკავშირებელი გზა, გასაწმენდი რჩება 88 სოფლის გზა. პარალელურად მუნიციპალიტეტებში ცოცხალი ძალის მეშვეობით, მოსახლეობის უსაფრთხო გადაადგილების მიზნით, იწმინდება ადმინისტრაციული და სოციალური მნიშვნელობის ობიექტების მიმდებარე ტერიტორიები. ,,ენერგო პრო ჯორჯიას" ჯგუფები კი ინტენსიურად მუშაობენ ელექტრომომარაგების აღსადგენად
