გეკა გელაძემ აჭარაში, უწყების სხვადასხვა დანაყოფისა და სტრუქტურული ერთეულების თანამშრომლებს ახალი წელი მიულოცა
შინაგან საქმეთა მინისტრმა პირველ მოადგილესთან ერთად, ახალი წელი აჭარაში უწყების სხვადასხვა დანაყოფის თანამშრომლებს მიულოცა. გეკა გელაძემ მოინახულა და მადლობა გადაუხადა იმ ადამიანებს, რომლებიც უწყვეტ რეჟიმში, მათ შორის სადღესასწაულო დღეებშიც, დაუღალავად ზრუნავენ მოქალაქეების უსაფრთხოებაზე, ებრძვიან კრიმინალს, ახორციელებენ პრევენციულ საპოლიციო ღონისძიებებს, სასაზღვრო-გამტარ პუნქტებზე უზრუნველყოფენ წესრიგს და ქვეყანაში მშვიდობის სადარაჯოზე დგანან. გეკა გელაძემ მართლწესრიგის კიდევ უფრო ეფექტიანად დაცვის პროცესში უწყების თითოეული თანამშრომლის როლს, ასევე, დანაყოფების კოორდინირებული მუშაობის მნიშვნელობას გაუსვა ხაზი
