მიხეილ სარჯველაძემ და თამარ ბაგრატიონმა სახელმწიფო ზრუნვაში მყოფ შშმ ბავშვებსა და წილკნის ხანდაზმულთა პანსიონატის ბენეფიციარებს შობა-ახალი წელი მიულოცეს
შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვებსა და წილკნის ხანდაზმულთა პანსიონატის ბენეფიციარებს, შობა-ახალი წელი პირველმა ლედიმ და ჯანდაცვის მინისტრმა მიულოცეს. გაეცნენ მათ საცხოვრებელ პირობებსა და პერსონალს გაწეული შრომისთვის, მადლობა კიდევ ერთხელ გადაუხადეს. მიხეილ სარჯველაძის განცხადებით, სახელმწიფოს მიზანია თითოეული ბავშვისა და ხანდაზმული ადამიანისათვის ღირსეული გარემოს შექმნა და ეს სოციალური პოლიტიკის მთავარი პრიორიტეტია. დაწესებულებებში, ბენეფიციარები უზრუნველყოფილი არიან საცხოვრისით, კვებით, საჭირო მედიკამენტებითა და შესაბამისი სამედიცინო მომსახურებით
