უწმინდესსა და უნეტარესს დაბადების დღეს ულოცავენ პრეზიდენტი, პრემიერი და დედაქალაქის მერი
უწმინდესსა და უნეტარესს დაბადების დღეს ულოცავენ პრეზიდენტი, პრემიერი და დედაქალაქის მერი. ირაკლი კობახიძის, მიხეილ ყაველაშვილისა და კახა კალაძის ტექსტში, საუბარია ილია მეორეს ნახევარსაუკუნოვან ღვაწლზე, ქართული ეკლესიის და ქვეყნის წინაშე. როგორც აღნიშნავენ თავისუფლების მოპოვებისა და სახელმწიფოებრიობის განმტკიცების გზაზე, საიმედო საყრდენი სწორედ მისი სიბრძნე და ლოცვა-კურთხევაა. დასაფასებელია მისი წვლილი საზოგადოებაში შემწყნარებლობის, თანხმობისა და სიყვარულის გაძლიერებაში
