პარტია „ქართული ოცნების“ დამფუძნებელი და საპატიო თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი და მისი მეუღლე ეკატერინა ივანიშვილი ილია მეორეს დაბადების დღეს ულოცავენ
პატრიარქი მილოცვებს იღებს. „თქვენი ლოცვა და სიბრძნე თან სდევს ჩვენს ქვეყანას ყველგან და ყოველთვის“ - ამ სიტყვებით, პატრიარქს დაბადების დღეს ბიძინა და ეკატერინა ივანიშვილები ულოცავენ. როგორც „ქართული ოცნების“ დამფუძნებელი და საპატიო თავმჯდომარე და მისი მეუღლე აღნიშნავენ, ერის ტკივილისა და სიხარულის გაზიარება, მის მომავალზე ზრუნვა, წლებია პატრიარქის მისიაა, რომელსაც ის ღირსეულად ასრულებს
