ილონ მასკი: USAID-ი არ იყო უბრალოდ ვაშლი რამდენიმე ჭიით, არამედ იყო ვაშლის ფორმის ჭიების ჩირქოვანი ბურთი
USAID-ი არ იყო უბრალოდ ვაშლი რამდენიმე ჭიით, არამედ იყო ვაშლის ფორმის ჭიების ჩირქიანი ბურთი. ამის შესახებ ილონ მასკი სოციალურ ქსელში წერს. ის ერთ-ერთ პოსტს აზიარებს, სადაც ნათქვამია, რომ ორგანიზაცია აფინანსებდა, როგორც ვუჰანის ლაბორატორიის ფუნქციის გაზრდის კვლევას, ასევე „სმარტმატიკის“ საარჩევნო სისტემებს. პოსტის ავტორი სვამს კითხვას, დამთხვევა იყო, თუ არა, რომ „კოვიდი“ ზუსტად 2020 წლის არჩევნების პერიოდში გაჩნდა. ის ასევე ამბობს, რომ მემარცხენე მილიარდერებმა, არასამთავრობო ორგანიზაციებმა და USAID-მა ამერიკაში „ნოუ ქინგსის“ საპროტესტო აქციებიც დააფინანსეს.
