ჩეხეთის პრემიერი: ჩეხეთი მხარს უჭერს უკრაინას, თუმცა არ არის მზად კიევისთვის კრედიტების გარანტორი გახდეს
ჩეხეთი მხარს უჭერს უკრაინას, თუმცა არ არის მზად, კიევისთვის კრედიტების გარანტორი გახდეს. ამის შესახებ ქვეყნის პრემიერმა ანდრეი ბაბიშმა განაცხადა. მისივე თქმით, ჩეხეთისთვის პრიორიტეტი საშინაო პოლიტიკა იქნება და მის მთავრობაში უკრაინის ომი ისეთ ადგილს აღარ დაიკავებს, როგორსაც წინა მთავრობის დროს იკავებდა
