დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობის ფაქტზე ორი ბრალდებული დამნაშავედ ცნო გორის ნაფიც მსაჯულთა სასამართლომ
დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობის ფაქტზე ორი ბრალდებული დამნაშავედ ცნო გორის ნაფიც მსაჯულთა სასამართლომ. მათ პროკურატურის მტკიცებულებები გაიზიარეს, რომლის მიხედვით ყაზბეგის ერთ-ერთ სოფელში, ბრალდებულებმა შელაპარაკების ნიადაგზე, შურისძიების მოტივით, დანითა და ბლაგვი საგნით დაზარალებულს სხეულის სხვადასხვა არეში მრავლობითი ჭრილობა და დაზიანებები მიაყენეს. რომლის შედეგად დაზარალებული საავადმყოფოში გარდაიცვალა
