ჯანდაცვის მინისტრმა დევნილ ოჯახებს შობა-ახალი წელი ქუთაისში, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრთან ერთად მიულოცა
ჯანდაცვის მინისტრმა დევნილ ოჯახებს შობა-ახალი წელი ქუთაისში, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრთან ერთად მიულოცა. 1600-ზე მეტი ოჯახი, ქუთაისისა და თბილისის საცხოვრებელ კომპლექსებში, 2026 წელს, გარემონტებულ ახლად გადაცემულ ბინებში შეხვდა. იძულებით გადაადგილებულებისთვის საცხოვრებლების მშენებლობა აქტიურად გრძელდება და ამ ეტაპზე, ერთდროულად, თბილისში, რუსთავში, ზუგდიდსა და ბორჯომში მიმდინარეობს. დევნილი ოჯახებისთვის სრულფასოვანი საცხოვრებელი გარემოს შექმნის მიზნით, ყველა პროექტი გარე ინფრასტრუქტურის კეთილმოწყობასაც ითვალისწინებს
