შინაგან საქმეთა მინისტრმა უწყების სხვადასხვა დანაყოფისა და სტრუქტურული ერთეულების, მათ შორის საგანგებო სიტუაციების მართვის, საპატრულო პოლიციის, დაცვის პოლიციის და სასაზღვრო პოლიციის თანამშრომლებს ახალი წელი მიულოცა
შინაგან საქმეთა მინისტრმა უწყების სხვადასხვა დანაყოფისა და სტრუქტურული ერთეულების, მათ შორის საგანგებო სიტუაციების მართვის, საპატრულო პოლიციის, დაცვის პოლიციის და სასაზღვრო პოლიციის თანამშრომლებს ახალი წელი მიულოცა. გეკა გელაძემ, თბილისსა და ქვემო ქართლში პირადად მოინახულა ის თანამშრომლები, რომლებიც 24-საათიან რეჟიმში ასრულებენ სამსახურებრივ მოვალეობას, იცავენ საზოგადოებრივ წესრიგსა და ქვეყნის უსაფრთხოებას. მინისტრმა თანამშრომლებს გაწეული ეფექტიანი საქმიანობისთვის მადლობა გადაუხადა
