თბილისის საახალწლო სოფელში ზეიმი და გასართობი ღონისძიებები გრძელდება
თბილისის საახალწლო სოფელში ზეიმი და გასართობი ღონისძიებები გრძელდება. პირველი რესპუბლიკის მოედანზე, ქართველი მეწარმეების გამოფენაა მოწყობილი, პატარების განწყობაზე კი ანიმატორები და თოვლის ბაბუა ზრუნავს. დღეს მსმენელის წინაშე ბზიკების სტუდია წარსდგა, საღამოს კი სცენას ღამის შოუს ბენდი დაიკავებს. საახალწლო სოფელი სტუმრებს 14 იანვრის ჩათვლით უმასპინძლებს
